logo
ENG



ლევან რატიანი ვირუსით ინფიცირებულებზე: ყველაზე კარგი მდგომარეობა ორსულებს აქვთ

07 აპრ 202011:29
3 წუთის საკითხავი
 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ამ ეტაპზე, კლინიკაში მყოფი პაციენტებიდან 6 იმყოფება რეანიმაციაში.

რატიანის თქმით, გამოკვლევების შედეგად, არც ერთ მედპერსონალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

„კლინიკაში 66 პაციენტია, 52 არის დადასტურებული შემთხვევა. დანარჩენს კი ველოდებით კვლევის პასუხებს. გუშინ მედპერსონალს გამოკვლევა ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითია. ჩვენი პაციენტებიდან 6 არის რეანიმაციული. აქედან, 3 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, 3 არის პონტანურ სუნთქვაზე. აქედან 2 არის ქლბატონი. პირველი არის 62 ქალბატონი, მისი მდგომარეობა სტაბილურია. 80 წლის ქალბატონის მდგომაროებაც სტაბილურია. გუშინ გითხარით, რომ გყვავდა მძიმე პაციენტია და მიმაჩნია, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

"რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია. არც ერთთან უარყოფითი მდგომარეობა არ ფიქსირდება. ორსულების მდგომარეობა ყველაზე კარგია. არავითრი გართულება არ გამოვლენილა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. რაც შეეხება 13 წლის ბიჭუნას. მისი მდგომარეობა ძალიან კარგია და არანაირი გართულება არ აქვს. ახალი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა რატიანმა. 


close დახურვა