logo
ENG



ლევან სამუშია სუმბაევზე:წულუკიანი მოიქცა როგორც რუსეთის იუსტიციის მინისტრი

24 ოქტ 201914:24
3 წუთის საკითხავი
 
gt5rhsep16dcat0.jpg

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის ლევან სამუშიას შეფასებით, თეა წულუკიანი სუმბაევის გადაცემით, მოიქცა არა როგორც საქართველოს, არამედ როგორც რუსეთის იუსტიციის მინისტრი. როგორც მან აღნიშნა, წულუკიანმა საქართველოს ინტერესი, რუსეთისა და პუტინის ინტერესებში გაცვალა.

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ თეა წულუკიანი მოიქცა არა როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრი, არამედ როგორც პუტინის იუსტიციის მინისტრი. წულუკიანმა, თავისი გადაწყვეტილებით, საქართველოს ინტერესი, საჯაროდ გაცვალა პუტინისა და რუსეთის ინტერესებში. ქვეყნის ინტერესი უნდა იყოს, რომ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება, ვიცით რომ სუმბაევი გაიტაცა სამართალდამცველებმა, ის დაზარალებულადაა ცნობილი და სხვა რომ არაფერი, ამ დროს გადასცემენ რუსეთის ხელისუფლებას,“ - განაცხადა სამუშიამ.

შეგახსენებთ, რომ რუსი ჰაკერი, იაროსლავ სუმბაევი რუსეთის მხარეს უკვე გადასცეს. მისი ადვოკატი ივანე ნორაკიძე სასჯელაღსრულების მეექვსე დაწესებულებასთან მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა. მან იმ მანქანის შეჩერებაც სცადა, რომლითაც სავარაუდოდ სუმბაევი გადაჰყავდათ. რუსული მხარე საზღვარზე სუმბაევს 11:00 საათისთვის ელოდებოდა.

 

 


close დახურვა