ლევან სამუშიამ პარტია "თავისუფალი დემოკრატები" დატოვა. ამის შესახებ სამუშია "ფეისბუქზე" წერს.
“მივიღე ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია "თავისუფალი დემოკრატები". წარმატებას ვუსურვებ " თავისუფალ დემოკრატებს"!
სადაც არ უნდა ვიყო, აქტიურად გავაგრძელებ ბრძოლას "რუსული ოცნების" წინააღმდეგ, ქვეყნის დასავლური მომავლისათვის და ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრებისათვის“, - აცხადებს სამუშია.
სამუშიას თქმით, საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.