logo
ENG



ლევან ხაბეიშვილი: დაზარალებულიც ვარ და ბრალდებულიც, მე მგონი მჩხიბავადაც გამოვდგები

31 იან 202022:16
3 წუთის საკითხავი
 

„დაზარალებულიც ვარ და ბრალდებულიც, მე მგონი მჩხიბავადაც გამოვდგები, - ამის შესახებ განცხადებას თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მისთვის 2000 ლარიანი გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ აკეთებს. 

მისი განცხადებით, ირაკლი ზარქუა თავიდან ხაბეიშვილზე ამბობდა ლევანმა ვინ უნდა სცემოსო, მაგრამ ორი დღის შემდეგ იმისთვის, რომ ხაბეიშვილზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულიყო პოლიციაში მივიდა და თქვა, რომ ლევანმა ის სცემა და ტკივილები აწუხებდა.

„დაზარალებულიც ვარ და ბრალდებულიც, მე მგონი მჩხიბავადაც გამოვდგები. შაბათ დღეს გავაკეთე უკვე განცხადება, რომ ეს ხალხი ამის გამკეთებელი იყო. რა თქმა უნდა იუმორით ვთქვი, თუმცა ჭკუაში დაუჯდათ და იქით დამაბრალეს ახლა ზარქუას სასტიკად გაუსწორდაო და ტკივილები უგრძვნია ზარქუას ყბის, ლოყის, სახის არეში. სულ ვამბობ ოცნებას რამდენიმე სახე აქვს მეთქი და ზარქუა კონფლიქტიდან ერთ საათში ყვება, რომ თავში წავუთაქეთ ხაბეიშვილს მივაჩმორეთო და ჟურნალისტმა, რომ ჰკითხა თქვენთან ინციდენტი რომ მოხდა მაგაზე რას იტყვითო და რაღაც შეხლა-შემოხლა იყოო, მაგან ვინ უნდა გალახოსო. ასეთი ვაჟკაცი იყო 24 იანვარს, მაგრამ 26 იანვარს, როცა მიაჩმორა მისმა პოლიტიკურმა მამებმა და უთხრეს, რომ ხაბეიშვილის თავი გვჭირდება რაღაცნაირად, რათა სისხლის სამართლის საქმე მასზეც ავღძრათო, მერე მიქანდა პოლიციაში და მოყვა, რომ ისეთი მჟეჟაო, ისე მცემაო, სახის ძვლის ტკივილები განვიცადეო,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დღესვე, ლევან ხაბეიშვილის ცემაში მონაწილე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.


close დახურვა