ლევან ხაბეიშვილის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტომ გამოძიება 126 მუხლის მიხედვით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 1 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
შეგახსენებთ, რომ დღეს საკრებულოში ხმაური იყო. უმრავლესობის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლევან ხაბეიშვილის სიტყვიერად და შემდეგ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.