logo
ENG



ლევან ხაბეიშვილის ცემაში მონაწილე სამ პირს 5000 ლარიანი გირაო შეეფარდა

31 იან 202019:09
3 წუთის საკითხავი
 
0zzuuxp2bnomqzw.jpg

ლევან ხაბეიშვილის ცემაში მონაწილე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

დეპუტატებს ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძესა და თარაშ შურღაიას ჯგუფურ ძალადობაში ედებათ ბრალი. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილს 24 იანვარს ბიუროს სხდომის დროს საკრებულოში სცემეს. კადრებში ჩანს, რომ ხაბეიშვილს „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატი თავს დაესხა. თავად ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ინციდენტი წინასწარ დაგეგმილი იყო. 

ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის მუხლით დაიწყო. ხაბეიშვილი საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს და მოითხოვს, რომ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყოს.


close დახურვა