logo
ENG



ლევან ხაბეიშვილს კასპში ოცნების მომხრეები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

30 ივნ 202317:01
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილის ქართული ოცნების მომხრეები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. 

ქართული ოცნების მომხრეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, რომლებიც კასპში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ჩავიდნენ. ადგილზე იმყოფება შიდა ქართლის პოლიციის უფროსი. 
 
ლევან ხაბეიშვილი კასპში საპენსიო რეფორმის პრეზენტაციის გასამართად ჩავიდა, ადგილზე კი მას საჯარო მოხელეები და აგრესიული ჯგუფები ორგანიზებულად დახვდნენ. 
 
ქართული ოცნების მხარდამჭერებმა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლა სცადეს.

ოცნების მხარდამჭერები ითხოვდნენ ლევან ხაბეიშვილის შენობიდან გამოსვლას, აყენებდნენ მას სიტყვიერ შეურაცხყოფას და აგრესიით გამოირჩეოდნენ.

პარტიის წარმომადგენლის თქმით, ადგილზე იმყოფებიან შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული ქართული ოცნების მხარდამჭერები.

"ნაწილი აიპებიდან არიან და ნაწილი უბრალოდ მხარდამჭერები. ალყაში ვყავართ მოქცეული. გამოვიძახეთ პოლიცია, თუმცა ადგილზე მოვიდა მხოლოდ 2 ადამიანი და რეაგირება არ აქვთ", - ამბობს ენმ-ის წარმომადგენელი.

ფაქტს თავად ლევან ხაბეიშვილიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერები მას ყველა რეგიონში დაჰყვებიან და მისი შეხვედრების ჩაშლას ცდილობენ. 


close დახურვა