logo
ENG



ლეიბორისტული პარტიის ოფისში გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა გაიმართება

18 აგვ 202009:10
3 წუთის საკითხავი
 

ლეიბორისტული პარტიის ოფისში გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე პარტიები თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის ბოლო ორ კანდიდატზე უნდა შეთანხმდნენ.

ოპოზიციის საკონსულტაციო საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ე.წ. ხმების დაცვის მექანიზმის შემუშავებაა. მათი თქმით, როცა ოპოზიციური პარტიები ამ მექანიზმზე შეთანხმდებიან, ბიძინა ივანიშვილი 2020 წლის არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხის დაყენებას ვეღარ შეძლებს.

"ჩვენ გვინდა შევთანხმდეთ საერთო ფორმატზე, ან საერთო კუთხის დეკლარაციაზე, თუ როგორ უნდა დავიცვათ ხმები არამხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ როგორ უნდა ვიყოთ მობილიზებული მთელი ოპოზიციური სპექტრი იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოახერხოს ჩვენი მოქალაქეების ხმების წაღება", - განაცხდა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხატია დეკანოიძემ


close დახურვა