დასავლეთ კონფერენციის ფინალურ მეოთხე შეხვედრაში კალიფორნიულმა კლუბმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და ფინალში გასვლამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. შეხვედრა დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა, გამაჯვებულის ვინაობა მხოლოდ მეოთხე პერიოდის უკანასკნელ წუთებში გაირკვა.
ფრენკ ვოგელის მომზადებულ გუნდს კვლავინდებურად ენტონი დევისმა ულიდერა, ეიდიმ ერთ ეპიზოდში ფეხის ტრავმა მიიღო, თუმცა მოედანს მალე დაუბრუნდა და მატჩი 34 ქულით დაასრულა. ძალიან ცოტა დააკლდა სამმაგ დუბლამდე ლებრონ ჯეიმსს, რომელმაც საკუთარ გუნდს 26 ქულა, 9 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა მოუტანა.
დენვერის შემადგენლობაში საუკეთესო ჯამალ მიურეი იყო, კანადელმა ვარსკვლავმა საკუთარ ანგარიშზე 32 ქულა და 8 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. სერიის მომდევნო მატჩი, 27 სექტემბერს თბილისის დროით დილის 5 საათზე დაიწყება.
ლეიკერსი სერიაში 3:1 დაწინაურდა
25 სექ 202012:18
3 წუთის საკითხავი