logo
ENG



ლეიკერსი ფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა

21 სექ 202011:35
3 წუთის საკითხავი
 

დაძაბული გამოდგა დასავლეთ კონფერენციის მეორე ფინალური შეხვედრა, ნაციონალურ საკალთბურთო ასოციაციაში. ლოს ანჯელეს ლეიკერსისა და დენვერ ნაგეტსის დაპირისპირება თანაბრად მიმდინარებდა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამამდე არ გარკვეულა.

გადამწყვეტი გამოდგა ფრენკ ვოგელის გუნდის ბოლო შეტევა. თამაშის დასრულებამდე 2 წამით ადრე დენვერი 1 ქულას იგებდა, რაჟონ რონდომ კი გათავისუფლებული ენტონი დეივისი შეამჩნია, რომელმაც 3-ქულიანი სროლით ლეიკერსს გამარჯვება მოუტანა.

მატჩის MVP სწორედ დეივისი გახდა, რომელმაც შეხვედრა 31 ქულით და 9 მოხსნით დაასრულა. ლეიკერსი კონფერენციის ფინალურ სერიას ანგარიშით 2-0 იგებს, მომდევნო მატჩს კი გუნდები ზეგ, 23 სექტემბერს გამართავენ.


close დახურვა