logo
ENG



ლელა ქებურია პარლამენტში სითხის დაღვრაზე: არ გამოვრიცხავ რომ დაკითხვაზე დამიბარონ

13 დეკ 201912:23
3 წუთის საკითხავი
 
jdq2cala43b85hh.jpg

პარლამენტში უსიამოვნო სუნის დაყენებას ერთ-ერთი ვერსიით  "ევროპული საქართველოს" დეპუტატ ლელა ქებურიასთან აკავშირებენ. თავად ქებურია კი ამ ბრალდებას უარყოფს.  მისი თქმით, ეს იყო პერფორმანსი და სასაცილოა ამ თემის ასე გასერიოზულება.

"ქართული ოცნების" უაპელაციაო ბრალდებაზე უკვე აღარ მეცინება. შემთხვევით ეს ის ხელისფლება ხომ არ არაა, რომ გუშინ უგულავას ძიუდოისტის ცემა დააბრალა. აქ არაა მნიშვნელოვანი ტექნიკურად ვინ შეასრულა ეს, არამედ მნიშვნელოვანია რა მოცემულობის წინაშე დგას საზოგადოება. ეს წითელი ხაზები გადაკვეთა მას შემდეგ, როცა პროპროციული  არჩევენი უკან წაიღო. ამიტომ ქვეყანაში შეიქმნა ისეთი კლიმატი, რომ გამოხატვის ნებისმიერი ფორმა მისაღები გახდა. თვეებია ახალგაზრდები ქუჩაში დგანან და აპროტესტებენ მოვლენებს, არ აწუხებთ რომ ზონდერი პოლიციელები მათ წიხლებით უპირისიპირდება და ეს მმართველ გუნდს არ აწუხებს. აწუხებს უსიამოვნო სუნი, რაც უკვე ძალიან ორგანული გახდა. სამარცხვინო იყო ის ცირკი და პანიკა, რითაც შერაცხეს ეს პერფორმანსი. სასაცილოა უბრალოდ, მაგრამ სასაცილო არაა ის, რა მდგომარეობაშიც დღეს ქვეყანა იმყოფება, მათ შორის სასამართლოს თვალსაზრისით",-აღნიშნას ქებურია. 

მისივე თქმით, იგი არ გამორიცხავს, რომ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარონ. მაშინ, როდესაც ქვეყანაში შერჩევითი სამართალია, ხელისუფლების მხრიდან გამორიცხული არაფერია.

"7 წელია ვცდილობ ჩავწვდე "ქართული ოცნების" ლოგიკას, მაგრამ ამაოდ. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ სასაცილოდ მეჩვენება ამ საქმეზე გამოძიების დაწყება, მარგამ არც ამას გამოვრიცხავ. რადგან ოცნება ყოველდღე შერჩევითი სამართლის მაღალ სტანდარტებს იცავს, ესეც მოსალოდნელია. მზად ვარ პასუხები გავცე მხოლოდ ნორმალური მკტიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, მაგრამ არა ისეთ მტკიცებულებებზე, რომ გადავაადგილდებოდი პარლამენტში. ასე სხვებიც იყვნენ დარბაზში და გადაადგილდებოდნენ. პოლიტიკური დევნის მაგალითები უკვე სახეზეა ბოლო დღეებში განსაკუთრებით. იგივე ვაშაძე ზებრაზე გადასვლის გამო დააკავეს და შერჩევითი სამართთლია გიგი უგულავასთან დაკავშირებითაც",-განმარტავს ქებურია.

 


close დახურვა