logo
ENG



ლელო: 2011 წლიდან დრემდე 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა შრომისას

06 თებ 202012:47
3 წუთის საკითხავი
 

"ლელო საქართველოსთვის" წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან პროცესის დაწყებამდე პრეზენტაცია გამართეს. დღეს მათ ყურადღება გაამახვილეს შრომით უფლებებსა და შრომით უსაფრთხოებაზე. პარტიის წევრები ამბობენ, რომ დასაქმებულთა უფლებები ქვეყანაში დაცული არ არის.  

"საქართველოში არამხოლოდ ის არის პრობლემა, რომ ადამიანები არ არიან დასაქმებულები და უმუშევრები არიან, არამედ ისიც, რომ დასაქმებული ადამიანების სიცოცხლეს არავინ უფრთხილდება. ყოველწლიურად გვაქვს უამრავი შემთხვევა, შრომის უსაფრთხოების წესის დარღვევის გამო, ადამიანების დაღუპვის“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

პარტიის კიდევ ერთმა წევრმა გრიგოლ გეგელიამ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების დროს დაღუპულთა და დაშავებულთა სტატისტიკა მოიყვანა. 

„2011 წლიდან დღემდე ამ ქვეყანაში შრომისას 400-ზე მეტი დასაქმებული დაიღუპა, 1100-ზე მეტი კი დაშავდა. 2015-2017 წლებში წარმოებული საქმიდან მხოლოდ 3 პირს შეეფარდა პატიმრობა. შრომის ინსპექციას აღსრულების მექანიზმები არ აქვს“, - ამბობს გეგელია. 

 


close დახურვა