ლელო საქართველოსთვის განცხადებით, ხვალ, 20:00 საათზე პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად სპეციალურად რეგიონებისთვის, 20-ზე მეტი ქალაქიდან დაიძვრება უფასო ავტობუსები დედაქალაქის მიმართულებით.
როგორც ლელოს განცხადებაშია ნათქვამი, ინფორმაცია საათობრივად განახლდება, დაემატება სხვადასხვა ქალაქები და რაიონული ცენტრები, საიდანაც მოქალაქეებს შეეძლებათ გამოჰყვნენ სპეციალურად გამოყოფილ ავტობუსებს - აქციაზე დასასწრებად.
"3 ივლისს 20:00 საათზე - რუსთაველზე ვიკრიბებით ევროპული მომავლის დასაცავად.
ავტობუსების განრიგი
- წალენჯიხა 9:30 | მერიის მიმდებარე ტერიტორია
- ბათუმი 10:00 | “ლელოს” ოფისი. ფარნავაზ მეფის #46.
- ზუგდიდი 11:30 | გუბერნიის წინ მოედანი
- ჩხოროწყუ 12:00 | ცენტრალური მოედანი
- ხარაგაული 14:30 | კინოთეატრი
- ჭიათურა 14:30 | ნინოშვილის ქუჩა
- სამტრედია 14:30 | ჭავჭავაძის ქუჩა
- ზესტაფონი 15:30 | ცენტრალური მოედანი
- ტყიბული 14:30 | კარლო ლომიძის მოედანი
- ლანჩხუთი 13:00 | ჟორდანიას ქუჩა", - წერია ლელოს განცხადებაში.
3 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მასშტაბური აქციაა დაგეგმილი - შინ ევროპისკენ.