logo
ENG



ლელო გიორგი გახარიას ტყუილში ადანაშაულებს

29 მაი 202010:22
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" პრემიერ-მინისტრს ტყუილში ადანაშაულებს. პარტიაში ამბობენ, რომ გახარიას მიერ გაკეთებული განცხადება ქვეყანაში ბიუროკრატიისა და სამთავრობო ხარჯების სიმცირის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.

პრემიერს სავალუტო ფონდის იმ კვლევის გასაჯაროებასაც სთხოვენ, რომელიც მან პარლამენტში გამოსვლისას მაგალითად მოიყვანა. გიგლა მიქაუტაძის თქმით, დოკუმენტი არ იძებნება და ის არც არსებობს.

პარტიაში ყურადღება გაამახვილეს არაკვალიფიციური ყოფილი ჩინოსნების დასაქმებაზე საჯარო სექტორში და პრემიერს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა სთხოვეს. 

"გვაინტერესებს უარყოფს თუ არა ბატონი გახარია იმას რომ ოფიციალური სტატისტიკით სახელმწიფო სექტორში 47 600-ით მეტი ადამიანი დასაქმდა ბოლო 7 წლის განმავლობაში როდესაც კერძო სექტორში უმუშევრად დარჩენილი ადამიანების რაოდენობა იზრდება მაინტერესებს რითი ახსნის ამას და უარყოფს თუ არა ასევე იმას, რომ საჯარო სექტორში ხშირად დასაქმებული არიან ყოფილი დეპუტატები და ჩინოვნიკები ხელფასებს, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვთ", - ამბობს მიქაუტაძე.

 

 


close დახურვა