პარტიები ლელო საქართველოსთვის და გირჩი - მეტი თავისუფლება საკრებულოს ბოიკოტს უცხადებენ. ეს პარტიის წევრებმა და თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვეს.
პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ მოცემულობაში საკრებულოში პოლიტიკური ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში ვეღარ გაგრძელდება.
"პოლიტიკური ცხოვრება საჯარო დაწესებულებებში, მათ შორის საკრებულოში ვეღარ გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში, შესაბამისად, ლელოს სახელით მინდა განვაცხადო, რომ გადავდივართ ბოიკოტის რეჟიმში იქამდე, სანამ პოლიტიკური მოცემულობა სხვაგვარად არ გვიკარნახებს. ეს არის რთული გადაწყვეტილება, მაგრამ მაშინ, როდესაც პოლიტიკისებს სახლებთან ხვდებიან ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კრიმინალები, მაშინ როდესაც ბავშვებს უმოწყალოდ უსწორდება ფიზიკურად სცპეცრაზმი და მაშინ, როცა მმართველი პარია ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში, შეუძლებელია პოლიტიკური ცხოვრება გაგრძელდეს ამ მოცემულობაში" - თქვა ლელოს წევრმა საბა ბუაძემ.