logo
ENG



ლელო საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაუყოვნებლივ ამუშავებას ითხოვს

23 იან 202115:48
3 წუთის საკითხავი
 
ლელო საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაუყოვნებლივ ამუშავებას ითხოვს

ლელო საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაუყოვნებლივ ამუშავებას ითხოვს. 

პარტიის განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილებამ, რომლითაც ძალაში დარჩა შეზღუდვების დიდი ნაწილი, ნათლად დაგვანახა, რომ ხელისუფლება ადეკვატურად ვერ აფასებს იმ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან.

"ვირუსთან ბრძოლისთვის მათ აირჩიეს უმკაცრესი მეთოდი - გადაადგილების და ეკონომიკური საქმიანობის საყოველთაო შეზღუდვა, რომელიც, წესით, უნდა იყოს უკიდურესი ფორმა და არა პერმანენტული მდგომარეობა". - აცხადებს პარტია და ამის დასტურად ოქსფორდის უნივერსიტეტისკვლევა მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, შეზღუდვების სიმკაცრით საქართველო 160 ქვეყანას შორის მე-8 ადგილს იკავებს მსოფლიოში.

ამასთან, პარტია მიუთითებს, რომ მთავრობას დღემდე არ წარმოუდგენია არცერთი ანგარიში იმისა, თუ რა გაკეთდა მათი მხრიდან ეპიდემიის მართვის გასაუმჯობესებლად.

"შეუძლებელია ასეთ ვითარებაში ცხოვრების გაგრძელება. ხელისუფლებამ უნდა გაატაროს ვირუსთან ბრძოლის უფრო მოქნილი და ინოვაციური ღონისძიებები. დაუყონებლივ უნდ აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, რათა მძიმე ეკონომიკური ფონის პარალელურად ასობით ათასი ადამიანი არ დარჩეს უთანასწორო მდგომარეობაში, გარიყული სოციალური და ეკონომიკური ცხოვრებიდან, რომელშიც დღეს დიდი ქალაქის მცხოვრებთა უმრავლესობა იმყოფება ტრანსპორტზე დაწესებული ყოველგვარ აზრს მოკლებული შეზღუდვის გამო". - აცხადებს ლელო. 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზოგიერთ ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, თუმცა, არა თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში, სადაც გახსნის თარიღმა 1-ლ მარტამდე გადაიწია. 

  • მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ვრცლად ნახეთ აქ

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის მიზნით უახლოეს დღეებში რამდენიმე აქციაც დაიგეგმა. 


close დახურვა