საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" დღეს პოლიტიკურ პარტიად რეგისტრირდება. პარტიის სახელწოდება კი იქნება „ლელო საქართველოსთვის“, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართება. ამ წუთებში მიმდინარეობს რეგისტრაციის პროცესი. ცნობილია, რომ პარტიას დღეს ოფიციალურად შეუერთდებიან დავით უსუფაშვილი, ფიქრია ჩიხრაძე და მამუკა კაციტაძე.
"ახალგაზრდების დიდი ნაწილი შემოდის პოლიტიკაში, რათა გადავარჩინოთ დემოკრატია და სახელმწიფოებრიობა. ჩვენ გავიშლებით ყველა რეგიონში და გვექნება ადგილობრივი წარმომადგენლობა", - აცხადებს "ლელოს" წევრი ირაკლი კუპრაძე.