logo
ENG



ლელო ღარიბაშვილის ჩარტერზე: ანალოგიური ფრენის საბაზრო ფასი €110 000-130 000 შორის მერყეობს

14 სექ 202311:19
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/14/ejqvy24n6r2p804.png

მქონდა მიმოწერა ერთ-ერთ ავია კომპანიასთან, რომელიც არის სპეციალიზებული კერძო თვითმფრინავების გაქირავებაში - იმ ტიპის, როგორიც არის საქართველოს ბორტი ნომერი ერთი. ამ მიმოწერის შედეგად დავადგინე ის საბაზრო ფასი, რომელიც შეიძლება ღირებულიყო ფრენა თბილისი-მიუნხენი ზუსტად იგივე დროით ინტერვალით.

საქართველოს ბორტი ნომერი ერთის მსგავსი ტიპისა და მოცულობის თვითმფრინავის ანალოგიური ფრენის საბაზრო ფასი 110 000 და 130 000 ევროს შორის მერყეობს. ეს ნიშნავს პირდაპირ იმას, რომ ვერსია რომლითაც ბატონი ჩუბინიძე ცდილობს საქართველოს მოსახლეობა მოატყუოს ამ საკითხთან დაკავშირებით და უთხრას რომ პრემიერის ოჯახმა შეიტანა 34 000 ევრო საქართველოს ბიუჯეტის ხაზნიაში არის ასევე პრობლემური, წარმოადგენს პირდაპირ კორუფციას და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას.


close დახურვა