მოძრაობა „ლელო“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, გამოაქვეყნონ დანაშაულის რეგისტრაციის სტატისტიკა, რომელიც 3 თვეა არ გამოქვეყნებულა. ამ თხოვნით „ლელოს“ წევრებმა უწყებას უკვე მიმართეს, თუმცა მათგან უარი მიიღეს.
„ლელომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, რომ გაესაჯაროებინათ დანაშაულის საჯარო სტატისტიკა, რომელსაც ისინი მესამე თვეა უკვე აღარ აქვეყნებენ და მალავენ. ჩვენ ამ მოთხოვნაზე მივიღეთ ძალიან ტექნიკური ტიპის უარი, სადაც გვითხრეს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების ვადები არ მოქმედებს. ეს არის 3 თვის დანაშაულის სტატისტიკა და აუცილებელია შევაფასოთ თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს შს სამინისტრო. ეს სტატისტიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა საბა ბუაძემ.