logo
ENG



ლელოს აქვს ინიციატივა ეთიკის ნორმების დამკვიდრების თაობაზე - უსუფაშვილი

24 ივნ 202022:02
3 წუთის საკითხავი
 

„ლელოს საქართველოსთვის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი „ლელო საქართველოს“ ახალ ინიციატივაზე საუბრობს, რომელიც ექსკლუზიურად გადაცემა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განაცხდა.

მისი განცხადებით, ლელო საქართველოს ახალი ინიციატივა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში და სისტემაში ურთიერთობის ეთიკის ნორმების დამკვიდრებას ეხება. უსუფაშვილის თქმით, ლელო გამოაქვეყნებს კონკრეტულ პრინციპებს, რომლის ერთგულიც ამ პარტიის ყველა წევრი იქნება.

მისივე თქმით, პოლიტიკურ მოძრაობა ლელოს აქვს ამოცანა, რომ თავისი წვლილი შეიტანოს პოლიტიკური ცხოვრების შეცვლაში.

„ერთ ექსკლუზივს გაგიმხელთ ლელოს ექნება ერთ-ერთი სერიოზული ინიციატივა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში და სისტემაში ურთიერთობის ეთიკის ნორმების დამკვიდრების თაობაზე. ჩვენ არ გვექნება არანაირი შეთავაზება, რომ მოდი ერთად რამეს ხელი მოვაწეროთ, ჩვენ უბრალოდ გამოვაქვეყნებთ იმ წესებს, პრინციპებს და სტანდარტებს რომლის დაცვასაც პარტიის შექმნიდან დღემდე ვცდილობდით. ამის ერთგული ვიქნებით.   

მიუხედავად იმისა, რომ ლელო შექმნის დღიდან აცხადებდა და დღესაც აცხადებს, რომ ჩვენ ვართ ახალი პოლიტიკური დამოუკიდებელი ძალა, რომლებიც არჩევნებზე დამოუკიდებლად მივდივართ, ამის მიუხედავად ჩვენ ყველა ოპოზიციურ ძალასთან მოვახერხეთ და შევინარჩუნეთ ნორმალური სათანამშრომლო ურთიერთობა. აქაა მარტივი წამალი - სიტყვის ფასს უნდა გაუფრთხილდეს ადამიანი. სიტყვა უნდა თქვა და ის უნდა შეასრულო. ლელოს აქვს ამოცანა, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ პოლიტიკური ცხოვრების შეცვლაში, რომ პოლიტიკური  დებატები მიდიოდეს საქმეზე და არა ერთმანეთზე. ადამიანებს პოლიტიკოსებისგან ის აინტერესებს როგორ მოაგვარებენ ისინი პრობლემებს“, - განაცხდა დავით უსუფაშვილმა.


close დახურვა