6 ადამიანი დააკავებს აბსოლუტურად უკანონოდ. ჩვენ ვიდექით და ვაპროტესტებდით რუსულ ოკუპაციას იმიტომ, რომ ამას მხოლოდ რუსული ოკუპაცია ჰქვია, რაც ახლა თბილისის აეროპორტში ხდება. ეს არის დიდი შეთქმულების ნაწილი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომლის შემდეგი ნაბიჯებიც ალბათ იქნება სარკინიგზო მიმოსვლის და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. მე მინდა ვუთხრა შინაგან საქმეთა მინისტრსა და ყველა პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ამ კრიმინალური ბანდის "ქართული ოცნების", 6 კი არა, 600 ადამიანი, რომ დააკავოთ საქართველოს მოქალაქეების სწრაფვას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისკენ ვერ შეაჩერებთ, ეს გამორიცხულია. ჩვენ გვაქვს სქემა, როგორ უნდა გავიმარჯვოთ მათ წინააღმდეგ, ეს არის აბსოლუტური ერთიანობა ქვეყნის შიგნით და ეს არის საკითხი, რუსულ ფრენებს ვგულისხმობ, რომელზეც ჩვენ გვაქვს ასეთი ერთიანობა, პოლიტიკური სპექტრის აბსოლუტური უმრავლესობა, სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს მოქალაქეები, ამ სულისკვეთებაში ვართ აბსოლუტურად ერთიანი.
ლემონჯავა: რაც აეროპორტში ხდება, შეთქმულების ნაწილია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ
19 მაი 202314:43
3 წუთის საკითხავი