logo
ENG



ლენდ ლიზის ეფექტი - დროება

01 მაი 202221:04
3 წუთის საკითხავი
 

კლავს, ასახიჩრებს, აუპატიურებს, აფეთქებს, იპყრობს მეზობელ ქვეყნებს და ახლა უკვე ანგრევს საკუთარ ქვეყანას, - თუ ამ დახასიათებას აღგვიწერენ, არავის გაუჭირდება გამოიცნოს, ვისზეა ლაპარაკი. უკრაინაზე შეტევის ორი თვის თავზე საჰაერო განგაში რუსეთის ცაში ისმის, რუსეთის მიწაზე კი ფეთქდება სამხედრო ობიექტები, საწვავის საცავებს კი ხანძარი უჩნდება. არის თუ არა ეს უკრაინის მიერ განხორციელებული წარმატებული სპეცოპერაციები, ამას დადასტურებულად დრო გვიჩვენებს, მანამდე კი ლოგიკურად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ - ასეა. პირველი ფაზის ჩავარდნის შემდეგ პუტინი წინააღმდეგობას უკვე სახლში ხვდება.


close დახურვა