logo
ENG



ლერი სულაბერიძეზე თავდასხმისთვის დაკავებულ ირაკლი ღლონტს პატიმრობა შეეფარდა

31 ივლ 202012:50
3 წუთის საკითხავი
 

ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულ ირაკლი ღლონტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა გამოაცხადა.

თავად ბრალდებული სასამართლო პროცესს ესწრებოდა, თუმცა პროკურორს შეურაცხყოფა მიაყენა, რაც სასამართლო სხდომის დარბაზის დატოვების მიზეზი გახდა. 

შეგახსენებთ, რომ 28 ივლისის საღამოს წყნეთის გზატკეცილზე სულაბერიძის მანქანას უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა. ირაკლი ღლონტი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.


close დახურვა