საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტზე, ლერი სულაბერიძეზე თავდასხმისთვის დაკავებული პიროვნება, ირაკლი ღლონტი, ბრალს აღიარებს.
შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა 2020 წლის 28 ივლისს, ავტომობილიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა სხვა ავტომობილის მიმართულებით, რომელსაც 1968 წელს დაბადებული ლ.ს. (ლერი სულაბერიძე) მართავდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ღლონტი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, შემთხვევა 28 ილისის ღამეს წყნეთის გზატკეცილზე მოხდა. სულაბერიძის მანქანას უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს.