რეგიონილი ტელევიზიების ნაწილმა პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა დროებით შეაჩერა. 15:00 საათზე TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გამოსვენების დროს მაუწყებლების ეკრანებზე წარწერა "#ლექSOSთვის" გამოჩნდა.
პროტესტს შეუერთდნენ გურია, მეცხრე ტალღა, ოდიში, TOK TV, აგროგარემო, TV/25, მეცხრე არხი, თანამგზავრი, TV4, რიონი, ბორჯომიTV , იმერვიზია, გურჯაანი tv, მეგა TV, თრიალეთი და სხვა.
5 ივლისს, 18:00 საათზე თბილისი პრაიდის ფარგლებში ღირსების მარში უნდა გამართულიყო, თუმცა დილიდან ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფები ჟურნალისტებს ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. დაზიანდა 53 ჟურნალისტი, მათგან რამდენიმე მძიმედ.
სასტიკად სცემეს TV პირველის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავასაც, რომელსაც სახის ძვლები ჩაუმსხვრიეს და სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. ცემიდან 5 დღეში, 11 ივლისის გამთენიისას ლაშქარავა დედამ გარდაცვლილი იპოვა.
ლექსო ლაშქარავას დღეს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.