საქართველო მსოფლიოში აღიარებულ პიანისტს გამოემშვიდობა. ლექსო თორაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, მშობლების გვერდით დაკრძალეს. ვირტუოზი მუსიკოსი 11 მაისს, 69 წლის ასაკში ამერიკის შეერთებულ შტატებში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. პიანისტი ბოლო კონცერტზე ექიმთან ერთად მივიდა. დარბაზი გააფრთხილეს, რომ შეიძლებოდა, ვერც დაეკრა, მაგრამ დაკვრა მაინც შეძლო - და ისევ კლინიკაში დაბრუნდა.