ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 2021 წლის 5 ივლისს მოძალადე ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ, ზუსტად 1 წლის წინ გარდაიცვალა.
11 ივლისის დილას მისი ცხედარი დედამ საწოლში იპოვა.
ლექსო ლაშქარავას სირცხვილიას ოფისში სცემეს. მას სახის ძვლები ჰქონდა ჩამსხვრეული.
მისი ცემის საქმეზე 5 ადამიანი დააკავეს. ხუთივე მათგანს - დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძეს, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, გია გიგუაშვილს 5-5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ამ დრომდე არ დასჯილან ძალადობის ორგანიზატორები.
2022 წლის იანვარში UNESCO-მ ლაშქარავა 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა.
ლექსო ლაშქრავას გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია აწარმოა.