logo
ENG



ლექსო რაფავას საქმე - შაბათის ფორმულა

16 დეკ 202320:42
3 წუთის საკითხავი
 

კრიმინალების მოკავშირე და ე.წ. კანონიერი ქურდების მსახური ხელისუფლება, სამაგალითოდ სჯის იმ პოლიციებს, ვინც ქართული ოცნების დავალებების შესრულებაზე უარს ამბობს და პოლიტიკურ დაკვეთებს არ ემორჩილება. სწორედ ამ პოლიტიკური ანგარიშსწორების ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო და ხმაურიანი მაგალითია - პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, ლექსო რაფავას საქმე, რომლის ახალ დეტალებს დღეს პირველად, შაბათის ფორმულაში გაიგებთ. დღეს, თქვენ ნახავთ ექსკლუზიურ კადრებს და ახალ ვიდეო მტკიცებულებებს, რომელიც სპეცოპერაციის ყველა დეტალს ასახავს. მათ შორის, ნახავთ, როგორ გადაადგილდება სპეცრაზმის კოლონა რაფავას დასაკავებლად - უწყვეტი ვიდეო ჩანაწერები ზუსტად და რეალურ დროში გვიჩვენებს, როდის დაიწყო და დასრულდა, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების სპეცოპერაცია, რაც გამოძიების ვერსიას თავდაყირა აყენებს. ვიდეო ჩანაწერებიდან დასტურდება, რომ საქმე პირველივე წუთიდან გაყალბდა და რეალური მტკიცებულებები, საქმის მასალებში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს არ ემთხვევა.


close დახურვა