ლეღვის ფოთლების ნახარშით მიღებული დამწვრობით ხეჩინაშვილის კლინიკაში 2 მოზარდი მოათავსეს.
ისინი 12 და 15 წლის დები არიან.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ ფორმულას უთხრა, რომ ერთს დამწვარი აქვს სხეულის 20%, მეორეს - 40%.
ლეღვის ფოთლების ნახარში მათ გარუჯვის მიზნით წაისვეს.
"ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, დაზიანება მაინც მძიმეა. წელს ლეღვის ფოთლებით ნახარშით დამწვრობის პირველი შემთხვევაა. იმედი გვქონდა, რომ წელს მაინც არ გვექნებოდა მსგავსი ფაქტები, თუმცა, სამწუხაროდ, გვაქვს. თან ბავშვები არიან". - თქვა გუგა ქაშიბაძემ.