logo
ENG



ლვივში აფეთქებების ხმა ისმის

03 მაი 202222:17
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/03/a319nxneooh776b.jpg

ლვივში აფეთქებების ხმა ისმის. ინფორმაციას ქალაქის მერი, ანდრეი სადოვი ავრცელებს.

"ლვივში აფეთქებების ხმა ისმის. დარჩით თავშესაფრებში", - წერს ქალაქის მერი Facebook-ზე.

უკრაინულ მედიასთან საუბრისას მოსახლეობა 5 აფეთქების შესახებ იუწყება.

მერის განცხადებით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად სამი ელექტრო ქვესადგური დაზიანდა. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ორი სატუმბი სადგური, რომლებიც საცხოვრებელ კორპუსებს წყლის მომარაგებით უზრუნველყოფდნენ.

"ჩვენ აღვადგენთ წყალმომარაგებას ენერგიის ალტერნატიული წყაროებით“, - წერს მერი.


close დახურვა