ლიბანში მშვიდობიანი აქცია სამართალდამცველებთან შეტაკებით დასრულდა.
აქციის მონაწილეების მიერ გზის გადაკეტვას პოლიციამ ჰაერში გასროლით უპასუხა, რასაც არეულობა მოჰყვა.
დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გამოძიების შესახებ ბრძანება გასცა. აქციები ლიბანში ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით მიმდინარეობს.