ლიბერიაში, ქალაქ ტოტოტაში საწვავის გადამზიდი მანქანის აფეთქების შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ცნობილია, რომ სატვირთოს გადაბრუნების შემდეგ ცეცხლის გაუჩნდა, რის შემდეგაც აფეთქდა საწვავი, რომელიც მას გადაჰქონდა.
ადგილობრივი გამოცემის ცნობით, საავადმყოფოში დაახლოებით 83 ადამიანი, სხვადასხვა სახის დაზიანებით გადაიყვანეს.
უცნობია ინციდენტის გამომწვევი მიზეზები.