logo
ENG



ლიეტუვა და ლატვია ოკუპირებულ ცხინვალში გამართულ ე.წ არჩევნებს გმობენ

10 აპრ 202213:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/10/i7l5gu2i4px8q0s.png

ლიეტუვა და ლატვია ოკუპირებულ ცხინვალში გამართულ არასამართლებრივ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს გმობენ და მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენულობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ამის შესახებ მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები ტვიტერზე წერენ.

„ლიეტუვა არ აღიარებს ე.წ „საპრეზიდენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას, რომელსაც არალეგალურად ოკუპირებულ საქართველოს ცხინვალი/ სამხრეთ ოსეთის რეგიონში რუსეთის ფედერაცია მართავს. ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენულობის მიმართ“, - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

"ლატვია არალეგალურად მიიჩნევს და არ აღიარებს ე.წ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ რომელიც 10 აპრილს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ცხინვალის რეგიონში იმართება. ლატვია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენულობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ტვიტერზე წერს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ე.წ არჩევნებში 5 კანდიდატი მონაწილეობს. მათ შორის, საოკუპაციო რეჟიმის მოქმედი დე ფაქტო ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი. ბიბილოვის დაპირება ორი ე.წ რეფერენდუმის ჩატარებაა - პირველი შეეხება რუსეთის შემადგენლობაში შესვლას, ხოლო მეორე - ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებას.

ბიბილოვის გარდა, ე.წ საპრეზიდენტო კანდიდატები ასევე არიან "პარტია ნიხას-ისლიხერი, ალან გაგლოევი, ე.წ პარლამენტის ყოფილი ე.წ დეპუტატი დმიტრი ტასოევი, მოქმედი ე.წ დეპუტატი გარი მულდაროვი და ე.წ პარლამენტის ვიცე სპიკერი ალექსანდრ ლიევი

ე.წ საარჩევნო უბანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გარდა მოსკოვსა და ოკუპირებულ სოხუმშიც გაიხსნა. 

რეგისტრირებულია 32 ათასი "ამომრჩეველი". 


close დახურვა