logo
ENG



ლიეტუვა უკრაინას ენერგოსექტორის აღსადგენად 2 მლნ ევროს დახმარების პაკეტს გადასცემს

26 ნოე 202217:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/26/6nib09ejcnrzokq.png

ლიეტუვის პრემიერმინისტრის, ინგრიდა სიმონიტეს განცხადებით, ლიეტუვა უკრაინას ენერგოსექტორის აღსადგენად 2 მილიონი ევროს დახმარების პაკეტს გადასცემს.

სიმონიტეს თქმით, ლიეტუვა გააგრძელებს უკრაინისთვის უპილოტო თვითმფრინავების, გამათბობლებისა და გენერატორების მიწოდებას, უკრაინელი სამხედროებისთვის კი თბილი ტანსაცმლის გაგზავნას.

"ლიეტუვამ უკრაინის ენერგეტიკული სექტორის აღსადგენად 2 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი მოამზადა. ჩვენ გავაგრძელებთ ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინაში დევნილთა დასახმარებლად", - თქვა ლიეტუვის პრემიერმა.

დღეს უკრაინის, პოლონეთისა და ლიეტუვის პრემიერმინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელიც უკრაინის NATO-სა და ევროკავშირში შესვლის პროცესზე მოლაპარაკებების გააქტიურებასა და უკრაინისადმი დახმარების გაძლიერებას მოიცავს. ერთობლივ განცხადებას 3 ქვეყნის ლიდერმა ხელი 26 ნოემბერს, კიევში, ლუბლინის სამკუთხედის შეხვედრის ფარგლებში მოაწერა.


close დახურვა