logo
ENG



ლიეტუვამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სამწლიანი გეგმა დაამტკიცა

25 ივლ 202300:47
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/25/fxosaja3xd8s8yq.jpg

ლიეტუვის ეროვნულმა თავდაცვის საბჭომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სამწლიანი გეგმა დაამტკიცა.

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 2024-2026 წლებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის გეგმის დაფინანსება დაახლოებით 200 მილიონი ევრო იქნება.

უწყების განმარტებით, მხარდაჭერის ძირითადი სფეროები იქნება ლეტალური და არალეტალური აღჭურვილობის შესყიდვა, სამხედრო განათლება და წვრთნა, დახმარების ფონდებში ფინანსური შენატანები, სამხედრო ტექნიკის რემონტი ლიეტუვაში და პერსონალის მომზადება.

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის, არვიდას ანაშაუსკასის თქმით, მოსალოდნელია, რომ გეგმის დაფინანსება მოხდება ევროპის მშვიდობის ფონდის მიერ.


close დახურვა