logo
ENG



ლიეტუვას საგარეო: მწუხარებას გამოვთქვამთ შოვში მომხდარი მეწყრის შედეგად დაღუპულთა გამო

04 აგვ 202318:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/04/6xmuoupsupx9l43.jpg

ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და შოვში, მეწყრის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"ჩვენ გულწრფელ მწუხარებას გამოვთქვამთ შოვში მომხდარი მეწყრის შედეგად დაღუპულთა გამო. დაშვებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და ვიმედოვნებთ, რომ წარმატებით დასრულდება სამაშველო სამუშაოები", - ნათქვამია განცხადებაში.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.

ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან გაგრძელდა.

სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ. 


close დახურვა