![2022/04/02/t0du8redlw18lfn.jpg](/uploads_script3/articles/2022/04/02/t0du8redlw18lfn.jpg)
ლიეტუვამ ფინანსური სანქციები დაუწესა რუსული პირველი არხის წამყვანსა და პროპაგანდისტს, არტიომ შეინინს.
ოფიციალურმა უწყებებმა საკურორტო ქალაქ პალანგაში 100 კვადრატული მეტრი ფართის ბინა დააკავეს, რომელიც შეინინსა და მის ცოლს ეკუთვნით. 2014 წლის მონაცემებით, ბინის ღირებულება თითქმის 60 ათასი ევროა. როგორც აღნიშნავენ, უძრავი ქონების ფასი ახლა გაცილებით მაღალი იქნება.
შეინინი გადაცემა დრო გვიჩვენებს წამყვანია, სადაც ის ავრცელებს რუსეთის ხელისუფლების რიტორიკას და ღიად უჭერს მხარს აგრესიულ პოლიტიკას. მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ევროკავშირმა რამდენიმე რუს ტელეწამყვანი, მათ შორის შეინინი სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.