logo
ENG



ლიეტუვაში ჩასვლისას საქართველოს მოქალაქეებს თვითიზოლაციის გავლა აღარ მოუწევთ

28 ივლ 202015:08
3 წუთის საკითხავი
 
ლიეტუვაში ჩასვლისას საქართველოს მოქალაქეებს თვითიზოლაციის გავლა აღარ მოუწევთ

ლიეტუვამ საქართველოს საზღვარი სრულად გაუხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ლიეტუვის საელჩო Facebook-ზე ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლის 25 ივლისიდან, საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები რეზიდენტები აღარ საჭიროებენ სავალდებულო 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლას ლიეტუვაში ჩასვლისას.

„გადაწყვეტილება ​ლიეტუვის ჯანდაცვის მინისტრმა მიიღო, რომელიც ეპიდემიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში შეიძლება გადაიხედოს“,- წერია განცხადებაში.

ლიეტუვა ერთერთია იმ ხუთ ქვეყნიდან, რომელმაც საქართველოს საზღვარი უპირობოდ გაუხსნა და საქართველომაც, თავის მხრივ, 8 ივლისს ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო.

თუმცა, 17 ივლისიდან, ორი კვირის განმავლობაში ლიეტუვაში ჩამსვლელ უცხოელებს ევროკავშირის ეკონომიკური ზონის გარეთ მდებარე ქვეყნებიდან (მათ შორის საქართველოდან) ორ-კვირიანი სავალდებულო თვითიზოლაციის გავლა უწევდათ. 

აღსანშნავია, რომ სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო კარანტინი ამ დრომდე ძალაშია.


close დახურვა