logo
ENG



ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა ლუკაშენკოსთან ფოტოს გადაღებაზე უარი თქვეს

01 დეკ 202319:19
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/01/u88blduss0y2fzn.jpg

ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა დუბაიში გაეროს კლიმატის კონფერენციაზე მონაწილე ქვეყნების ლიდერებთან საერთო ფოტოზე უარი თქვეს, რადგანაც გადაღებაში ბელარუსის პრეზიდენტიც იღებდა მონაწილეობას. ამის შესახებ RIA Novosty წერს.

"ამას ოჯახური ფოტო ჰქვია. ლუკაშენკო არ მიეკუთვნება ამ ოჯახს, რომელსაც გვსურს, ჩვენ მივეკუთვნებოდეთ", - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ.

ლიეტუვის ლიდერს მიაჩნია, რომ ფოტოზე ლუკაშენკოს გვერდით დგომა ფარისევლობაა.

დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინაში რუსული აგრესიის თანამონაწილეობაში ბელარუსი არაერთხელ დაადანაშაულეს. მინსკი ამას უარყოფს. ამავდროულად, 2022 წლის ოქტომბერში ალექსანდრე ლუკაშენკომ თქვა, რომ ბელარუსი მონაწილეობს "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში", რომელსაც რუსეთი ატარებს უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ არ აგზავნის თავის სამხედროებს კონფლიქტის ზონაში და "არავის კლავს".


close დახურვა