logo
ENG



ლიეტუვის პრეზიდენტმა ორი რუსი ჯაშუში შეიწყალა

15 ნოე 201917:30
3 წუთის საკითხავი
 
zh1u95kmm6mbjlx.png

ლიეტუვის პრეზიდენტმა ორი რუსი ჯაშუში შეიწყალა. ისინი ორი წლის წინ დააკავეს და შპიონაჟისთვის 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მათ გათავისუფლებას შესაძლოა მოყვეს საპასუხო ნაბიჯი მოსკოვის მხრიდან. რუსეთის ციხეში ამჟამად სასჯელს ორი ლიეტუველი და ერთი ნორვეგიელი იხდის. 63 წლის ყოფილი ოფიცერი, რუსებმა, მოსკოვში ორი წლის წინ დააკავეს და ნორვეგიისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებისთვის 14 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში რუსეთი, ნორვეგია და ლიეტუვა ჯაშუშობაში ბრალდებულების გაცვლის საკითხზე ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.


close დახურვა