ლიეტუვის პრემიერმინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ საშობაო მილოცვაში მოქალაქეებს უკრაინელების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
"ძვირფასებო, მინდა ყველას მოგილოცოთ შობის ბრწყინვალე დღესასწაული. ეს არის იმედის, რწმენისა და საზოგადოების დღესასწაული, რომელიც თითოეული ჩვენგანის გულში იბადება და ვერც ერთი აურზაური და განსაცდელი ვერ დაგვაკლებს ამ დღესასწაულს.
მოდით, შევხვდეთ შობას სიყვარულის, რწმენისა და თანაგრძნობით მათთვის, ვისაც ახლა განსაკუთრებით უჭირს. მოდით, მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს ყველანაირად", - განაცხადა ლიეტუვის პრემიერმა.
გუშინ, გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საშობაო მიმართვაში უკრაინას სამართლიანი მშვიდობა უსურვა. ფინეთის პრემიერმინისტრმა, სანა მარინმა საშობაო მილოცვაში ხალხს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა კი საშობაო ვიდეო გამოაქვეყნა უკრაინის მხარდასაჭერად.