ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი უკრაინის დედაქალაქში კიევში ჩავიდა.
"მე დავბრუნდი კიევში, რადგან მეგობრები აქ სწორედ ამისთვის არიან" - წერს მინისტრი სოციალურ ქსელ X-ზე.
მანამდე, 11-12 სექტემბერს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა კიევში ყირიმის პლატფორმის ფარგლებში იმყოფებოდა.