2018-19 წლების სეზონში 21 წლის ფეხბურთელმა ინგლისის პრემიერლიგის მატჩებში 12 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ეს პრემიერლიგის ერთ სეზონში მცველის მიერ შესრულებული საგოლე გადაცემების რაოდენობით გინესის რეკორდია.
ალექსანდერ-არნოლდმა მოხსნა ევერტონის ყოფილი ფეხბურთელების ენდი ჰინჩკლიფისა და ლეიტონ ბეინსის რეკორდი, რომლებსაც ერთ სეზონში 11-11 შედეგიანი გადაცემა ჰქონდათ.