დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები მხოლოდ მაშინ უნდა მოიხნას, როცა მისი ჯარები უკრაინას დატოვებენ.
ტრასმა გერმანიაში, G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უნდა იწვნიოს დამარცხება, რაც შემდგომი აგრესიის პრევენცია იქნება.
"პუტინი თავს იმცირებს საერთაშორისო ასპარეზზე", - თქვა ტრასმა და დასძინა, რომ პუტინმა უკრაინაში შეჭრით რაიმე სარგებლის მიღება უნდა უარყოს.
G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან მორიგ შეხვედრას პარასკევს გამართავენ.