logo
ENG



ლიზა იასკო: სამწუხაროდ, სააკაშვილის ჯანმრთელობა უკვე სერიოზულად დაზარალდა

08 ოქტ 202117:17
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/08/jecmivs1vmwlzn5.jpeg

უკრაინის რადას დეპუტატი და მიხეილ სააკაშვილის პარტნიორი, ლიზა იასკო ჟურნალისტებთან ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არაა. როგორც მან თქვა, შიმშილობის ერთი კვირის თავზე სააკაშვილს 12 კილოგრამზე მეტი აქვს უკვე დაკლებული. 

"ბრძოლისუნარიანად არის განწყობილი, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობა, უკვე სერიოზულად დაზარალდა", - თქვა მან მას შემდეგ, რაც რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. მოგვიანებით ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდი სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას უარყოფდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინულ მხარესთან არიან კომუნიკაციაზე და მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადაუკვეთავს.

დაკავების შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო. ის ამბობს, რომ არ აპირებს შიმშილი შეწყვიტოს და აღნიშნავს, რომ ციხიდან ბრძოლის სხვა ფორმა შეზღუდული აქვს.

სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით სამი პირია დაკავებული. გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას გულისხმობს.


close დახურვა