logo
ENG



ლილე ლიპარტელიანი: ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უკიდურესად დაძაბოს სიტუაცია

16 ნოე 201912:22
3 წუთის საკითხავი
 
po7cd009davip5t.jpg

სამოქალაქო პროტესტი გრძელდება. რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია. სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა ღამე კარვებში გაატარეს. გასათბობად კი ისევ კოცონებია დანთებული. 

ამ დრომდე გადაკეტილია დედაქალაქის ცენტრალური გამზირი ქაშვეთის ტაძრიდან მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემდე. აქციის მონაწილეები ღამეს კარავში ატარებენ, მათ კასრებიც აქვთ გასათბობად მიტანილი და ამ გზით ცდილობენ, რომ ცუდ ამინდში მოახერხონ აქციაზე ყოფნა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის დასრულებისთვის იბრძვიან. რუსთაველზე იმყოფებიან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის ლილე ლიპარტელიანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი საფრთხის ქვეშ დააყენოს.

„ბიძინა ივანიშვილი აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი საფრთხის ქვეშ დააყენოს, აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ უკიდურესად დაძაბოს სიტუაცია, ხალხის ხელოვნური გაღატაკებით დაწყებული, ასევე იმ მონაპოვარის, რომელიც ბრძოლით, სისხლით, თვალების დათხრით არის მოპოვებული - პროპორციული არჩევნების გაუქმებით დასრულებული. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მოთხოვნები, რომ ტექნიკური მ?თავრობის გადაწყვეტილებით მოხდეს შერეული პრინციპით არჩევნების ჩატარება, თუმცა გერმანული მოდელით და საარჩევნო ადმინისტრაციას ცეესკოს ცვლილება. ჩვენი პროტესტი უფრო მასშტაბური იქნება და გაგრძელდება იქამდე სანამ ივანიშვილი არ დააკმაყოფილებს ჩვენ მოთხოვნებს,“ - განაცხადა ლილე ლიპარტელინმა.


close დახურვა