logo
ENG



ლიმანის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა

08 ივლ 202319:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/08/w41iq79w0m93744.jpg

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, ლიმანის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა.

"რუსი ტერორისტების მხრიდან ლიმანის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა, 13 ადამიანი კი დაშავებულია", - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ამასთან, კირილენკო აცხადებს, რომ რუსებმა ქალაქს დაახლოებით დილის ათ საათზე MLRS სარაკეტო სისტემებით შეუტიეს და კერძო სექტორს დაარტყეს. მისი თქმით, დაბომბვის შედეგად დაზიანებულია სახლი და მაღაზია.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა