logo
ENG



ლინკევიჩუსი: თუ მოსახლეობის უმეტესობა ევროპულ გზას უჭერს მხარს, არჩევნებით უნდა დამტკიცდეს

02 სექ 202414:08
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/02/z2xbme6temyp4c2.jpg

ქართული ოცნება დიდი ხანია ასე იქცევა და არაფერი განსაკუთრებულად ახალი არ ხდება. ახალი ისაა, რომ არჩევნები ახლოვდება. თუ ისინი შეასრულებენ ყველა დაპირებას და გაფრთხილებას, აკრძალავენ პოლიტიკურ ოპონენტებს, უცხოური აგენტების კანონი გახდება უფრო აქტიური და ეს სრულიად შეცვლის ვითარებას და საერთაშორისო ინსტიტუციებისთვის, მათ შორის, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი კითხვა იქნება - რა ქნან. სავარაუდოდ, დაწესდება ინდივიდუალური სანქციები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. საკითხავი იქნება, როგორ უნდა შევინარჩუნოთ ურთიერთობები ხალხთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, როგორ გავაგრძელოთ მხარდაჭერა, დიალოგი. სამწუხაროდ, პარალელები უნდა გავავლოთ ბელარუსთან, სადაც არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, მთელი ოპოზიცია გაძევებულია - ციხეში ან დევნილობაში. იმედი მაქვს, ამ დონემდე არ მივალთ, მაგრამ ეს უფრო მეტია, ვიდრე წინასწარი განცხადებები, ეს შესაძლოა, დაემუქროს საქართველოს არჩევნების შემდეგ, თუ შედეგები მათი გეგმის მიხედვით დადგება.

[...] თუ საქართველო შებრუნდება ტოტალიტარიზმისა და ავტორიტარიზმისკენ, რამის შეცვლა რთული იქნება. თუ მოსახლეობის უმეტესობა პროევროპულ გზას უჭერს მხარს, ეს არჩევნებით უნდა დამტკიცდეს, ოპოზიცია უნდა მობილიზდეს, პრიორიტეტი ქვეყნის მომავალი უნდა იყოს და არა საკუთარი პარტიის საკითხი.


close დახურვა