logo
ENG



ლიონელ მესი 2021 წლის ოქროს ბურთის მფლობელია

30 ნოე 202100:54
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/30/o4896aloxdjikyr.png

რამდენიმე წუთის წინ პარიზში ოქროს ბურთის დაჯილდოება დასრულდა. საფეხბურთო სამყაროს ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური აღიარება „პარი სენ-ჟერმენის” არგენტინელ თავდამსხმელს, ლიონელ მესის ხვდა წილად.

34 წლის მესიმ 2021 წელს სანუკვარი სურვილი აისრულა და არგენტინას ნანატრი ტიტული მოუტანა. მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად ბრაზილიაში გამართული „კოპა ამერიკა” მოიგო. ამ გამარჯვებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ისიც ანიჭებს, რომ „ალბისელესტემ” ფინალურ შეხვედრაში მასპინძელ ბრაზილიას ლეგენდარულ „მარაკანაზე” სძლია.

გარდა ამისა, მესიმ „ბარსელონას” მაისურით ესპანეთის თასიც მოიპოვა, წლის განმავლობაში კი 55 თამაშში 42 გოლი და 15-შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ლიონელ მესი ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელია, მან ამ შედეგით საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. აქამდე არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო 2009, 2010, 2011, 2012, 2015 და 2019 წლებში დაიმსახურა.

რონალდუ საუკეთესო ხუთეულს მიღმა.

ჯიჯო დონარუმა საუკეთესო მეკარედ დასახელდა.

ალექსის პუტელიასი საუკეთესო ქალი ფეხბურთელია.

 

ლევანდოვსკი საუკეთესო თავდამსხმელის ჯილდოს დასჯერდა.

პედრი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია.

მესის ოჯახი ცერემონიალზე.

ჰოლივუდის ვარსკვლავები ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალზე.

რობერტ და ანა ლევანდოვსკები.

საუკეთესო ფორვარდი და საუკეთესო მოთამაშე ერთმანეთის შესახებ.

2021 წლის 30 საუკეთესო ფეხბურთელი, „ფრანს ფუტბოლის" აზრით.

სპორტული გამოცემა „ფრანს ფუტბოლი” წლის საუკეთესო ფეხბურთელს 1956 წლიდან რეგულარულად ავლენს. გამონაკლისი 2020 წელი იყო, ამ წელს ცერემონიალი პანდემიის გამო გაუქმდა.


close დახურვა