პარიზში ოქროს ბურთის დაჯილდოება გაიმართა. წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო არგენტინელმა ლიონელ მესიმ მიიღო. ეს არგენტინელის მეექვსე ოქროს ბურთია.
ამით მესიმ კრიშტიანო რონალდუს გადაასწრო, რომელსაც ამ დროისთვის 5 ქოროს ბურთი აქვს.
მეორე ადგილი ლივერპულის ჰოლანდიელმა მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა დაიკავა, ხოლო მესამე - კრიშტიანუ რონალდუ იყო.